საფეხბურთო ტაიმაუტი I გიორგი ჭილაია - „დინამოს“ „ლივერპულთან“ გამარჯვებით მთელი საქართველო გახარებული იყო #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I გიორგი ჭილაია - „დინამოს“ „ლივერპულთან“ გამარჯვებით მთელი საქართველო გახარებული იყო #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ახალ რუბრიკაში „ლეგენდარული მატჩები“ თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მოთამაშემ, გიორგი ჭილაიამ „ლივერპულთან“ თბილისში 3:0 მოგებული მატჩი გაიხსენა.

„როდესაც „ლივერპული“ შეგვხვდა, პირველი რეაქცია იყო, რომ აუცილებლად უნდა გვებრძოლა. თამაშამდე ნერვიულობა იყო, მაგრამ მატჩი რომ დაიწყო, ესეც გაქრა. თბილისში სტადიონი გაივსო და სულ სხვა მუხტით ვითამაშეთ.

რა დამავიწყებს, წვიმის მიუხედავად, თამაშის დასრულებამდე ტრიბუნები არავის დაუტოვებია, შეხვედრის შემდეგ კი ხალხი სახლში არ მიდიოდა. თითოეული ჩვენგანი გახარებული იყო, ისევე როგორც მთელი საქართველო“, – ამბობს გიორგი ჭილაია.