საფეხბურთო ტაიმაუტი I გიორგი ჩიხრაძე - ვილი სანიოლი ევრო 2023-ზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ხელი რამ შეუშალა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I გიორგი ჩიხრაძე - ვილი სანიოლი ევრო 2023-ზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ხელი რამ შეუშალა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“  ეროვნული ნაკრების, „ამერისა“ და „დინამო თბილისის“ ყოფილმა მწვრთნელმა, გიორგი ჩიხრაძემ ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების  გამოსვლაზე ისაუბრა.

„ჯგუფში, სადაც ფავორიტებად არ ვითვლებოდით, პირველ ადგილზე გავედით. ამის ფონზე საწყენი იყო, რომ ისრაელთან ჩვენ ვითვლებოდით გამარჯვების კანდიდატად და დავმარცხდით. ოლიმპიადის საგზური ამ ფეხბურთელებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

ისრაელი ორგანიზებული გუნდი იყო და თამაშის დასაწყისში კარგი მომენტები ჰქონდა. ხომ არ ჯობდა, მეოთხედფინალშიც რომელიმე ფავორიტთან გვეთამაშა? ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ უკეთეს გუნდებთან ჩვენმა ნაკრებმა უფრო წარმატებით იასპარეზა. ვფიქრობ, პენალტების სერიაში წაგებაც დიდი გაკვეთილი იყო.

რატომ არ ესწრებოდა ევრო 2023-ზე საქართველოს თამაშებს მეოთხედფინალამდე ვილი სანიოლი, ამაზე სანამ თავად არ გააკეთებს კომენტარს, ჩემგან საუბარი უხერხული იქნება. რა თქმა უნდა, ლოგიკურად, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი აქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ის პირადული, ოჯახური თუ სხვა ვითარება, ხელი რამაც შეუშალა“, – განაცხადა გიორგი ჩიხრაძემ.