საფეხბურთო ტაიმაუტი I ჩიხრაძემ ყაზახეთიდან წამოსვლაზე ისაუბრა - ამბიციები და დაპირებები სიტყვებად დარჩა, სერიოზული მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I ჩიხრაძემ ყაზახეთიდან წამოსვლაზე ისაუბრა - ამბიციები და დაპირებები სიტყვებად დარჩა, სერიოზული მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა #1TVSPORT

გიორგი ჩიხრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ახსნა, რატომ დატოვა კახა ცხადაძესთან ერთად ყაზახური „კასპიი“ ჩემპიონატის დაწყებიდან ხუთი ტურის შემდეგ.

„იმედი გვქონდა. როდესაც გუნდის ხელმძღვანელებს პირველად შევხდით, ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები წარმოგვიდგინეს. გვითხრეს, რომ განვითარება სურდათ.

ვიცოდით, „კასპიის“ ფინანსური პრობლემები და დავალიანებები ჰქონდა, მაგრამ კონტრაქტის გაფორმების დროს არ ვიცოდით, რამდენად სერიოზული იყო ეს ყველაფერი. პრობლემები ჩანდა გუნდის დაკომპლექტებისას, ასევე ორგანიზაციულ საკითხებში.

ფაქტობრივად, ამბიციები და დაპირებები სიტყვებად დარჩა, იქ სერიოზული მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა.

კლუბი ქალაქ აქტაუსია, მაგრამ, საკუთარი სტადიონის ნაცვლად, საშინაო შეხვედრებს ნეიტრალურ არენაზე, ალმათიში ვმართავდით, რადგან ჩვენს მოედანზე საფარი უნდა შეეცვალათ. ახლა კი გუნდი აქტაუში ისე დაბრუნდა, საფარი არ შეუცვლიათ, ალბათ ფინანსების გამო.

ყაზახეთში ხუთი წელი „კაირათსა“ და „ორდაბასში“ ვიმუშავეთ. ორივე კლუბი კარგად იყო ორგანიზებული. ფინანსურადაც სტაბილურები იყვნენ, ევროთასებზეც ვთამაშობდით და ტიტულებიც მოვიგეთ“,  – ამბობს გიორგი ჩიხრაძე.