საფეხბურთო ტაიმაუტი | გოჩა ჯამარაული - ნაკრები შეიცვალა, რადგან სანიოლმა კონკურენცია შექმნა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გოჩა ჯამარაული - ნაკრები შეიცვალა, რადგან სანიოლმა კონკურენცია შექმნა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, გოჩა ჯამარაულმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ისაუბრა.

„ვულოცავ ფედერაციას და საქართველოს, რადგან ეს წარმატებაა. შემადგენლობა თითქმის იგივეა, მაგრამ მწვრთნელი შეიცვალა და შეიცვალა გუნდი. სანიოლი ისეთ სამუშაოს ატარებს, შედეგი აქვს. სამი თამაში ჩავატარეთ და სამივე ძალიან კარგად – 10-ბალიან სისტემაში ჩვენს ნაკრებს 10 ქულას რომ დავუწერდი. განსაკუთრებით კარგი ისაა, რომ სათადარიგოთა სკამიც კარგი გვაქვს. ვინც შემოდის. თამაშს აძლიერებს.

– სანიოლის მუშაობას დადებითად შევაფასებდი. წინასწარ ვერ ვამბობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 12 ივნისს ჩვენები მოიგებენ და მოიგებენ კარგი თამაშით. შარშანდელის შემდეგ გუნდი შეიცვალა. მან ერთ პოზიციაზე ორი მოთამაშე მონახა. შესაძლოა, კვარაცხელაის კონკურენტი არ ჰყავდეს, მაგრამ ყველა პოზიციაზე ორი მოთამაშე მოძებნა. სანიოლმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა, რომ ბოლოს ასეთი თამაში ეჩვენებინა.

– იმედი მაქვს, რომ ციკლს ასე დავასრულებთ და ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ. მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხდებით. სკოპიეში მესამე გოლზე სანიოლის სახე რომ დავინახე, ეს დამოკიდებულება მომეწონა და იმედია, ჯგუფურ ეტაპს წარმატებით დავამთავრებთ. მე ამის იმედი მაქვს. აქ პირველ ადგილზე გავალთ და მერე როგორც იქნება.

– მოედანზე გასვლისას თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ გვინდა, რომ გრანდებს მოვუგოთ, ჩვენი ფეხბურთელები ძალიან ძლიერ გუნდებში უნდა თამაშობდნენ, როგორც ახლა მამარდაშვილია „ვალენსიაში“.