საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ქვილითაია - იმედია, ნაკრებში შემდეგ შეკრებაზე მოვხვდები #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ქვილითაია - იმედია, ნაკრებში შემდეგ შეკრებაზე მოვხვდები #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების და ნიქოზიასაპოელის“ თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თავის ახალ გუნდსა და საქართველოს ნაკრებზე ილაპარაკა.

– ვიცოდი, რომ „აპოელი“ იყო დაინტერესებული, სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი შემომთავაზეს. ვერ ვიტყვი, რომ „ანორთოსისი“ იოლად შემელია, ამ ორ კლუბს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მაგრამ სხვა არჩევანი არ მქონდა. ვინც „გენტს“ ფული გადაუხადა, იმ გუნდში წავედი. ბელგიელებთან კი კონტრაქტის გახანგრძლივება არ მსურდა.

– არა მგონია, რომ ფამაგუსტელებთან თამაშზე ჩასვლა ადვილი იყოს. „აპოელთან“ კონტრაქტი რომ გავაფორმე, მერე ძალიან ბევრი მესიჯი წამოვიდა. დაიწერა, ნახავ, რომ ჩამოხვალ, რას გიზამ და მსგავსები. არ ვიცი, რა იქნება. მე პოსტიც გამოვაქვეყნე, რომ არჩევანი არ მქონდა. იმედია, ვინც წაიკითხავს, გაიაზრებს, რომ არჩევანის საშუალება არ მქონდა. იმედი მაქვს, „ანორთოსისის“ ფანებს გული ცოტა მოულბებათ.

– „აპოელი“ კვიპროსის საუკეთესო კლუბია, ტიტულებით და ისტორიით – წელს ჰქონდა ჩავარდნა, მანამდე ზედიზედ 9 წელი ჩემპიონები იყვნენ. მაგრამ წელს ისევ საჩემპიონო გუნდს აკეთებენ, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა სურთ და იმედია, ის გამოვა, რაც ჩვენ გვინდა.

– საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრებზე არ ვიყავი გამოძახებული. შეკრებამდე ორი დღით ადრე დამიკავშირდა ზურაბ ხიზანიშვილი და მითხრა, რომ ამ ეტაპზე ასე ჩათვალეს საჭიროდ. იმედია, ნაკრებში შემდეგ შეკრებაზე მოვხვდები.