საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი მიქაძე - ბელგიის ნაკრები ახლოს არ უნდა მოვუშვათ, შეტევაშიც მეტი აქტიურობა დაგვჭირდება #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი მიქაძე - ბელგიის ნაკრები ახლოს არ უნდა მოვუშვათ, შეტევაშიც მეტი აქტიურობა დაგვჭირდება #1TVSPORT

„თელავის“ მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ (19-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა) საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ მიმდინარე ევრო 2023-ზე მეორე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა – საქართველო ბელგიას დაუპირისპირდება.

„დარწმუნებული ვარ, ბელგიის ნაკრები სხვაგვარად ითამაშებს, ვიდრე პორტუგალია. ეს უფრო ათლეტური ნაკრებია და შემტევებიც უფრო ათლეტურები ჰყავთ. არ შეიძლება მათი ახლოს მოშვება, განსაკუთრებით, ფლანგების გათავისუფლება.

პირველ შეხვედრაში პორტუგალია უფრო სიღრმიდან გვიტევდა – ბელგია სიღრმიდანაც უტევს და ფლანგებიდანაც ძალიან სახიფათოა. შესაბამისად, მათთან თავდაცვა ადვილი არ იქნება. ბელგიელები ჩვენს თამაშს უყურებდნენ და დასკვნებს გამოიტანდნენ.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მართალი თქვა, რომ მარტო დაცვაში კარგი თამაში საკმარისი არ არის, შეტევაშიც უფრო კონსტრუქციულები უნდა ვიყოთ. შეტევაში უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ. ალბათ დღეს უფრო მეტი შემტევი მოთამაშე დაგვემატება“, – ამბობს გიორგი მიქაძე.

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის დღეს, 24 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ამავე დროს, 20:00 საათზე „მიხეილ მესხზე“ ნიდერლანდები პორტუგალიას დაუპირისპირდება.