საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი მერებაშვილი - „ვისლადან“ წამოსვლა ემოციური იყო #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი მერებაშვილი - „ვისლადან“ წამოსვლა ემოციური იყო #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, გიორგი მერებაშვილმა პლოცკისვისლადან“ წამოსვლაზე ილაპარაკა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

„გუნდიდან წამოვედი, რადგან კონტრაქტი ამომეწურა. „ვისლაში“ ხუთი წელი გავატარე და ეს დაუვიწყარი პერიოდი იყო, დიდ სიყვარულს ვგრძნობდი გულშემატკივრებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან. ამიტომ წამოსვლა ემოციური იყო და ამაზე საუბარი ახლაც კი მიჭირს. ყველა დამეთანხმება, გუნდში ხუთ წელს რომ გაატარებ, მერე შენთვის ოჯახივით არის. თუმცა, ეს ფეხბურთია – რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება“, – ამბობს გიორგი მერებაშვილი.

გამოცდილ მოთამაშეს მომავალი კლუბი არ გაურკვევია:

ჯერ-ჯერობით უგუნდოდ ვარ და ველდოები შემოთავაზებებს. არ ვიცი, სად ვითამაშებ, უცხოეთში თუ საქართველში. ქართული გუნდებიდან ინტერესი არ ყოფილა, არავინ დამკავშირებია“.

გადაცემის თანაწამყვანმა გია თვალაბეიშვილმა ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი გადაცემებში მონაწილეობა და მატჩების წაყვანა შესთავაზა:

„დიდი მადლობა ამ შეთავაზებისთვის. სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას გადაცემებშიც და მატჩებსაც წავიყვან, თუკი თბილისში ვიქნები“.