საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ლომაია - ნაკრებში გამოცდილებისა და ახალგაზრდების ძალიან კარგი ნაზავია #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ლომაია - ნაკრებში გამოცდილებისა და ახალგაზრდების ძალიან კარგი ნაზავია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ, გიორგი ლომაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებში ჩვენი ეროვნული გუნდის შანსები შეაფასა.

„ჩრდილოეთ მაკედონიამ იტალიასთან დაამტკიცა, რომ ძლიერი და გამოცდილი გუნდია, ძლიერ გუნდებში ჰყავთ ფეხბურთელები. ეს 4 მატჩი გადამწყვეტი იქნება, მაგრამ ჩვენი ბიჭების მეიმედება. უშუალო კონკურენტებთან თავიდან გასვლაზე ვთამაშობთ, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ალბათ, ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრებს მეორე ნომრად დავიწყებთ.

– ეს მაინც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული – მათ შორის იმაზეც, მეტოქეებს ვინ ჰყავთ გამოძახებული. ყველა გუნდისთვის პრიორიტეტია, რომ ბურთი არ გაუშვას და გასვლაზე დაცვაში საიმედოდ ითამაშოს. თუ არ გაუშვებ, არც წააგებ, ხომ? გუნდი ამიტომ ცდილობს, კარი „მშრალად“ შეინარჩუნოს. დანარჩენი შემტევებზეა დამოკიდებული. წინ ძალიან სწრაფი და ტექნიკური ბიჭები გვყავს. საერთოდ, ახლა ჩვენს ნაკრებში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ძალიან კარგი ნაზავია.

– ბულგარეთთან მეც მითამაშია და შესაძლოა, ახლა სტოიჩკოვის დონის მოთამაშეები და ნაკრები არ ჰყავთ, მაგრამ საფეხბურთო ქვეყანაა, კარგი მოთამაშეები და ტალანტები სულ ჰყავდათ“.