საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი დევდარიანი - ვერ ვიტყვი, რომ „ნაპოლის“ სუსტი კონკურენტები ჰყავდა, ორი მათგანი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი დევდარიანი - ვერ ვიტყვი, რომ „ნაპოლის“ სუსტი კონკურენტები ჰყავდა, ორი მათგანი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი გიორგი დევდარიანი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონობა სხვა იტალიური გრანდების დასუსტებამ გამოიწვია.

„ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონატში სუსტი კონკურენტები ჰყავდა, რადგან ორი მათგანი, „ინტერი“ და „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ასეთ დროს დაბალ კონკურენციაზე ლაპარაკი უადგილოა. ჩემპიონატი დაძაბული იყო, ამის მთავარი განმსაზღვრელი ლუჩანო სპალეტი გახლდათ, რომელმაც გუნდი შეცვალა – „ნაპოლი“ თამაშიდან თამაშამდე უმატებდა.

ბოლო ტურებში, როდესაც, ფაქტობრივად, განაღდებული ჰქონდათ ჩემპიონობა, შესაძლოა, მოტივაციის ნაკლებობა დაეტყოთ, ხოლო „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგაზე – დაღლილობა. სხვა მხრივ, მთელი სეზონი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს. ამ ყველაფრის შემოქმედი და მთავარი რეჟისორი სპალეტი იყო ფეხბურთელების იმ ჯგუფთან, რომლებთან ერთადაც მწვრთნელმა ეს გუნდი ააშენა.

კვარაცხელიას აქამდე არ ჰქონია ასეთი ასპარეზი და როცა ამის შესაძლებლობა მიეცა, გამოჩნდა, რომ მას მეტიც შეუძლია. ოსიმენიც იყო მანამდე, მაგრამ ტრავმებმა ხელი შეუშალა, წელს კი ვნახეთ, ამ დუეტმა მოწინააღმდეგეებს რამდენი უსიამოვნება მოუტანა. ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო ლობოტკა, ცენტრალური მცველებიც ძალიან მომეწონა“, – ამბობს გიორგი დევდარიანი.