საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი დევდარიანი - დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიას გამო საქართველოში სტადიონებზე სამჯერ მეტი ადამიანი მივა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი დევდარიანი - დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიას გამო საქართველოში სტადიონებზე სამჯერ მეტი ადამიანი მივა #1TVSPORT

ცნობილმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ბათუმის „დინამოში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსმელის დროებითი დაბრუნება ტრიბუნაზე მეტ მაყურებელს მიიზიდავს.

„ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის „დინამოში“ გადასვლა რომ იძულებითი ნაბიჯია, ამაზე შევთანხმდეთ. ეს ტრანსფერი კი ბათუმის „დინამოს“ მისცემს შანს, რომ ევროთასებზე კიდევ უფრო თავდაჯერებულად ითამაშოს, ვიდრე წინა სეზონში.

მე რომ მკითხოთ, წინა ევროსეზონზე ბათუმელებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მცირე დეტალი დააკლდათ, რომ პლეი-ოფის ეტაპზე გადასულიყვნენ. შესაძლოა, რომ ეს პატარა დეტალი იყოს კვარაცხელია.

ამას გარდა, მოუტანს იმას, რომ ბათუმის „დინამო“ გადაივსება და ხალხი სტადიონზე დაბრუნდება, შემოსავალს მოუტანს იმ მეპატრონეს, რომელიც კლუბში ფულს ხარჯავს. ეს ხალხი ამას იმსახურებს, რადგან ფულს ხარჯავენ და ამდელი წლის განმავლობაში გუნდის აშენებას ცდილობენ.

იგივე მოხდება ნებისმიერ სტადიონზე, სადაც კვარაცხელია სათამაშოდ ჩავა – დარწმუნებული ვარ, რა რაოდენობის ხალხიც უნდა მისულიყო ხვიჩას გარეშე, სამჯერ მეტი ადამიანი მივა. ის გულშემატკივარს სანახაობას სთავაზობს, გუნდს კი შემოსავალს მოუტანს. ასეთი დონის შემსრულებლების გარეშე ჩემპიონატი ვერ განვითარდება.

რა თმა უნდა, სანაკრებო ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობია პრემიერლიგაში ან ბუნდესლიგაში თამაშობდეს. იმედია, მალე სადმე მაღალი დონის ლიგაში წავა.“