საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი დემეტრაძე – საქართველოს ნაკრები კარგ ფეხბურთს თამაშობს და იმედია, მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გიორგი დემეტრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ მსოფლიო ჩემპიონატზე „ჯვაროსნების“ მოხვედრის შანსები შეაფასა.
„მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ძლიერ ჯგუფში მოხვდა. ფავორიტი ესპანეთია. იმ ტკივილის შემდეგ, რაც თბილისში მოგვაყენეს, ეს გუნდი ყველას კარგად გვახსოვს. ვუყურებ თურქების გამოსვლასაც, ევროპის ჩემპიონატზეც ვეთამაშეთ და ძლიერი გუნდია.
ამ მატჩებისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო. ჩვენს ნაკრებს აქვს შესაძლებლობა, ჯგუფში ღირსეულად ითამაშოს და გასვლაც შეძლოს. მოგვიწევს თურქების დამარცხება და ესპანეთთანაც ღირსეული თამაში.
იმედია, ბიჭები კარგად მოემზადებიან და მსოფლიოზეც ვითამაშებთ. ამის თქმის უფლებას მაძლევს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ბოლო თამაშებში ნაჩვენები ფეხბურთი და დიდი გამოცდილება. რთული იქნება, მაგრამ სწორედ ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ.
რა დონეზეა ჩვენი ნაკრები? შედარება მიჭირს – ვერ ვიტყვი, კონკრეტულად რომელ ნაკრებს ვჯობივართ, მაგრამ ღირსეულ პოზიციას ვიკავებთ. კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ და შედეგებიდან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ“, – განაცხადა გიორგი დემეტრაძე,