საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი დემეტრაძე - ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ კარგად მოერგო და იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი დემეტრაძე - ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ კარგად მოერგო და იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გიორგი დემეტრაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებსა და ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გამოსვლაზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, პსჟ „არსენალს“ თამაშის ხარისხითაც სჯობდა და ყველა რგოლში, დაწყებული მეკარით და დამთავრებული კვარაცხელიათი. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ გავა. რაც შეეხება მეორე წყვილს, იქ „ბარსელონასკენ“ ვიხრები.

ზოგადად, ჩემპიონთა ლიგაზე იამალი საუკეთესო ფეხბურთელია. 17 წლის ბიჭი ასე თამაშობდეს, დაუჯერებელია. შესრულებაზე აღარაფერს ვამბობ — რთული პოზიციიდან გამიზნულად დაარტყა და შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ხარისხიან და სანახაობრივ ფეხბურთს პსჟ აჩვენებს. ტურნირიდან ერთ-ერთი ფავორიტი – „ლივერპული“ გამოთიშა და ვფიქრობ, იმსახურებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ჩვენ, ყველანი, მას ხვიჩა კვარაცხელიას გამო ვგულშემატკივრობთ.

ხვიჩა „პარი სენ-ჟერმენს“ კარგად მოერგო და იმედი გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს. მას ძლიერი კონკურენტები ჰყავს — უმაღლესი დონის მოთამაშეები. აქ რომ მოეშვა და 1–2 თამაში ჩაგივარდეს, ძირითადში აღარავინ დაგაყენებს. ამიტომ სულ მოტივირებულია, რომ თავისი საჭიროება და სიძლიერე დაამტკიცოს“, – განაცხადა დემეტრაძემ.