საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ჩიხრაძე - ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენს“ ახალი ენერგია, ძალა და შემართება შემატა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ჩიხრაძე - ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენს“ ახალი ენერგია, ძალა და შემართება შემატა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, „გაბალას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, გიორგი ჩიხრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა.

„ფინალში ორი უძლიერესი გუნდი გავიდა. „ინტერის“ შემადგენლობაში შედარებით ასაკოვანი ფეხბურთელები თამაშობენ და ეს ფაქტორი პსჟ-ის სასარგებლოდ მეტყველებს. თუმცა ფინალში მობილიზება ყველას შეუძლია, „ინტერს“ აქვს იმის უნარი, ისევე იბრძოლოს, როგორც „ბარსელონასთან“.

მილანელებმა ნახევარფინალში აჩვენეს, რაც შეუძლიათ და ფინალშიც არანაკლები შემართებით ითამაშებენ. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ვიტინია-რუიზი-ნევეშის სამეულს ბარელა-ჩალჰანოღლუ-მხითარიანის სამეული როგორ გაუმკლავდება.

კვარაცხელიამ პარიზულ კლუბს ახალი ენერგია, ძალა და შემართება შემატა. კვარაცხელიასა და დუმფრიზის ორთაბრძოლაც ძალიან საინტერესო იქნება. პსჟ-ში ხშირია როტაცია, ხვიჩაც ხშირად იცვლის პოზიციებს და არა მგონია, მხოლოდ დუმფრიზის წინააღმდეგ მოუწიოს თამაში. თუმცა მიმაჩნია, რომ კვარაცხელია ნებისმიერ სიტუაციაში ეფექტური იქნება“.