საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ჩიხრაძე - „გაბალაში“ წარმატებული სეზონი გვქონდა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ჩიხრაძე - „გაბალაში“ წარმატებული სეზონი გვქონდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი ჩიხრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „გაბალას“ წარმატებაზე ისაუბრა, სადაც მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ასისტენტია.

„გასულ წელს „გაბალას“ პრობლემები ჰქონდა და აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან გავარდა. არადა, ამ გუნდს დიდი ისტორია აქვს და იყო პერიოდი, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

ჩვენ გუნდი შარშანდელი სეზონის ბოლოს ჩავიბარეთ. მაშინ გვითხრეს, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატის დებულება შეიცვლებოდა, გუნდების რაოდენობა გაიზრდებოდა და „გაბალა“ უმაღლეს ლიგაში დარჩებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

წელს პირველ ლიგაში ყველაზე მეტი, 56 გოლი გავიტანეთ და მხოლოდ 8 მივიღეთ, ბომბარდირიც ჩვენი გუნდის მოთამაშე გახდა. საინტერესოა, რომ მე-14 ტურამდე გოლი არ გაგვიშვია, საბოლოო ჯამში, ძალიან წარმატებული სეზონი გვქონდა.

შემადგენლობაში ცვლილებაც თუ იქნება და ქართველ ფეხბურთელებს თუ მოვიყვანთ? აზერბაიჯანის პირველ ლიგაში მხოლოდ სამი უცხოელის დამატება შეგვეძლო, პრემიერლიგაში კი ლეგიონერებზე ლიმიტი საერთოდ არ არის. შემადგენლობის გაძლიერება გვსურს და, სავარაუდოდ, ლეგიონერებსაც დავიმატებთ“.