საფეხბურთო ტაიმაუტი | გია ცეცაძე - ფეხბურთში ყველაფერს თავისი დროს აქვს #1TVSPORT
„რუსთავის“ მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „რუსთავის“ გეგმებსა და ქართული საკლუბო ფეხბურთის შესახებ ისაუბრა.
„გუნდში მისვლისას ვიცოდი, ვისთან მომიწევდა მუშაობდა, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი „რუსთავში“ შექმნილი სტაბილური გარემოთი. სირთულეების მიუხედავად, თავისი საქმე ყველამ კარგად გააკეთა და შედეგიც მივიღეთ.
„რუსთავი“ რომ ჩავიბარე, სეზონი დაწყებული იყო, „სპაერიც“ საკმაოდ ბევრი ქულით გვისწრებდა. გუნდთან ადაპტაციას და საკუთრი მსოფლმხედველობის დანერგვას დრო სჭირდება. ზაფხულში ბევრი ახალი მოთამაშე დავიმატეთ, რომლებმაც გაამართლეს.
რა მიზნებს დავისახავთ ახალ სეზონში? ამის შესახებ გუნდის ხელმძღვანელობასთან უკვე ვისაუბრეთ. უკიდურესობებს შორის არ ვართ – არც გავარდნაზე ვფიქრობთ და არც ჩემპიონობაზე. ევროთასებზე მოხვედრა როგორ არ გვინდა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერს თავისი დროს აქვს. ჯერ ეროვნულ ლიგაში უნდა დავიმკვიდროთ ადგილი და უფრო მაღალ მიზნებზე მერე ვიფიქროთ.
…ფეხბურთის ფედერაცია კლუბებს ვერ უკარნახებს, როგორ განვითარდნენ. ჩემი გადმოსახედიდან, ქართული საკლუბო ფეხბურთის პრობლემა არასწორად დასახული გეგმებია. გვინდა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულები ვიყოთ, ამიტომ განვითრების გეგმა თავად კლუბმა უნდა შეიმუშაოს, ფედერაცია კი თავის სფეროებს მიხედავს“, – განაცხადა გია ცეცაძემ.