საფეხბურთო ტაიმაუტი | გამაოცა და გამახარა „საბურთალომ“ - არველაძე „დინამოს“ პრობლემას სელექციაშიც ხედავს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გამაოცა და გამახარა „საბურთალომ“ - არველაძე „დინამოს“ პრობლემას სელექციაშიც ხედავს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, არჩილ არველაძემ კონფერენს ლიგაზე მონაწლე ქართული გუნდების გამოსვლა შეაჯამა და არ დამალა, რომ „დინამოს“ წაგებით იმედგარუებულია, ხოლო „საბურთალოს“ მოგებას სასიამოვნო სიურპრიზი უწოდა.

„დინამო თბილისის“ წაგებაზე საუბარი მიჭირს. ფაქტობრივად, მოგებული მატჩი იყო. აქაც იგებდა, იქაც, არც ისეთი მოწინააღმდეგე ჰყავდა. სამ გოლს რომ უშვებს ასეთ სუსტ მეტოქესთან, დაცვის და მეკარის ბრალია.

– წელს იმედიანად ვიყავი, რადგან კახა ცხადაძე დაინიშნა, რომელსაც შეუძლია, „დინამოში“ წარმატებით იმუშაოს, მაგრამ წავიდა. შემდეგ ჭიაბრიშვილი დაინიშნა, რომლის გემოვნებაც ვიცით. ალბათ, „პაიდესთან“ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოგვეგო. რომ ვთქვა, მწვრთნელი არაფერ შუაშია, არ იქნება მართალი, ალბათ, მისი ბრალიცაა.

– კითხვები სელექციაზეც მაქვს – რამდენიმე კარგი ლეგიონერია, მაგრამ ცოტა უკეთესიც შეიძლებოდა ჩამოგვეყვანა. მაინც „დინამოა“ და საქართველოში უცხოელი თუ მოგყავს, სხვა გუნდებთან შედარებით უფრო ადვილია. გუნდს ცოტა უკეთესი უცხოელები სჭირდება. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ „დინამო თბილისში“ საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები უნდა იყვნენ. ბათუმსა და ქუთაისს არაფერს ვერჩი, მაგრამ „დინამო“ უნდა შეეცადოს, რომ ეს მოახერხოს.

– საისამოვნოდ გამაოცა და გამახარა „საბურთალომ“. ალბანეთში გუნდი ძალიან აქტიური იყო. კარში დარტმები იყო 20:7-ზე მის სასარგებლოდ. სიმართლე უნდა ვთქვა, ამას ნამდვილად არ ველოდი, იქიდან გამომდინარე, რაც პირველ თამაშში ვნახე. „პარტიზანმა“ თამაშით ვერც გორში აჯობა, მაგრამ მოიგო. ტირანაში კი „საბურთალო“ ძალიან აქტიური იყო. ვულოცავ გუნდს. ახლა მას კიდევ ერთი კარგი სერია ელის „სტიაუასთან“, სადაც ამ ემოციებზე და ამ მოტივაციით ყველაფერი შესაძლებელია და წარმატებებს ვუსურვებ.

– სამწუხაროდ, გორის „დილას“ თამაში არ მინახავს. თუმცა, ვიცი, რომ თამაშით უკეთესად გამოიყურებოდა და ღუდუშაურმა გაიტანა, რომელიც არ ჩათვალეს“.