საფეხბურთო ტაიმაუტი | ერთ-ერთი შეთავაზება საუდის არაბეთიდან იყო - შოთა არველაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ერთ-ერთი შეთავაზება საუდის არაბეთიდან იყო - შოთა არველაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში – „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“, შოთა არველაძემ ისაუბრა, რა შეთავაზებები მიიღო „ჰალ სიტის“ დატოვების შემდეგ.

„ვერ ვიტყვი, რომ ნოემბრის შემდეგ, რაც ინგლისიდან წამოვედი, ბევრი შეთავაზება მქონდა. სამი-ოთხი წინადადება მივიღე, მათ შორის ერთ-ერთი საუდის არაბეთიდან, მაგრამ ჩემთვის მისაღები არცერთი არ იყო. დაველოდები ახალ წინადადებებს და ყველაფერი ამის მიხედვით გადაწყდება.

შეიძლებოდა თუ არა „ჰალ სიტიში“ საქმის უკეთ გაკეთება? ეს ყოველთვის შეიძლება, ამაზე არავინ იდავებს. მოხდა ის, რასაც კლუბის პრეზიდენტს ვეუბნებოდი, რომ ზოგი ფეხბურთელი  სათანადოდ მოტივირებული არ იყო, ზოგს გუნდში ყოფნა არ სურდა, ზოგიც ამ დონეს ვერ აკმაყოფილებდა და საჭირო იყო მათი გაშვება. ახლა გუნდი 9 კაცმა დატოვა.

სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა ჩემზე გადაიარა. ახალმა მწვრთნელმაც იგივე ხალხი გაუშვა და პრეზიდენტის პოზიციაც შეიცვალა. არ შეიძლება, რამდენიმე კაცმა გითხრას და არ გაითვალისწინო. პრეზიდენტებიც სწავლობენ მწვრთნელთან ურთიერთობას და გამოცდილება მიიღეს“, – აცხადებს შოთა არველაძე.