საფეხბურთო ტაიმაუტი | ძალიან უნდოდა „ჰალ სიტიში“ ლობჟანიძის წაყვანა, მაგრამ ვერ მოხერხდა - არველაძე ახალი სეზონისთვის ემზადება #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ძალიან უნდოდა „ჰალ სიტიში“ ლობჟანიძის წაყვანა, მაგრამ ვერ მოხერხდა - არველაძე ახალი სეზონისთვის ემზადება #1TVSPORT

შოთა არველაძემ ახალი სეზონისთვის „ჰალ სიტის“ მზადება და გუნდის შემადგენლობის განახლება დაიწყო – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ ისაუბრა.

„შოთამ გუნდში ბევრი ლეგიონერი მიიყვანა – ორი თურქი. ერთი მათგანი ორი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. ინგლისის ჩემპიონშიფი გამორჩეულად მძიმე სათამაშოა, რადგან მოკლე ვადაში 46 მატჩია ჩასატარებელი. პლუს, ამას ემატება ისიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დროს სეზონი დროებით შეჩერდება, შემდეგ კი თამაშებს მიაყრიან. ასეთ რეჟიმში თამაში რთულია – ყველას არ შეუძლია სამ დღეში ერთხელ თამაში.

– შოთას ზოგიერთის აყვანა უნდა და არ გამოდის, ზოგი არ უნდა, მაგრამ აიყვანა, რადგან სასურველი ფეხბურთელები ვერ დაიმატა, 46 თამაშში კი რესურსი აუცილებელია. მაგალითად, ძალიან უნდოდა საბა ლობჟანიძის წაყვანა, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ მოხერხდა. მას ინგლისში სათამაშოდ დაწესებული ქულები არ ჰყოფნის და გუნდიც დიდი თანხას ითხოვს.

– ხვიჩაზე შოთამ თქვა, მინდა, მაგრამ ვინ გამოუშვებსო. გარკვეული მოთამაშეების პოზიციაზე სხვები ჰყავს და მარტივად ვერ უშვებს. ყველაზე კარგი მოთამაშე პოტერი ჰყავდათ და პრემიერლიგაში 18 მილიონად გაყიდეს. სანაცვლოდ, შეისყიდეს „ანტალიასპორიდან“ 23 წლის თურქი, თავდამსხმელი „მალათიასპორიდან“, ასევე კოლუმბიელი ოსკარი „გიმარაეშიდან“, ნახევარმცველი „ფულემიდან“ და მცველი „ნოტინგემიდან“.

„ჰალ სიტის“ მიზანია სტაბილურად შუაში იყოს, უფრო პლეი ოფის ზონასთან ახლოს, გაისად რომ პლეი ოფში ან დაწინაურებითვის იბრძოლოს. სერზოულად ემზადებიან, 75 წუთში ფეხბურთელები 11 კილომეტრს დარბიან, რა არ მინახავს, მაგრამ ასეთი რეჟიმით მოსამზადებელი არსად მინახავსო. ასეთ ტემპში ამიტომაც თამაშობენ. იქ რეჟიმის გამო ვარჯიშები ფაქტობრივად არაა და დატვირთვებს სეზონამდე იღებენ“, – ამბობს არჩილ არველაძე.