საფეხბურთო ტაიმაუტი | დავით ვოლკოვი - ჯერ თავადაც არ ვიცი, ახალ სეზონს სად დავიწყებ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | დავით ვოლკოვი - ჯერ თავადაც არ ვიცი, ახალ სეზონს სად დავიწყებ #1TVSPORT

დავით ვოლკოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუატში“ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და აზერბაიჯანული „ზირას“ თავდამსხმელზე მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარიერას პოლონეთში, გრანდსკისლეხიაში“ გააგრძელებდა.

„აზერბაიჯანულ გუნდთან, „ზირასთან“ კონტრაქტი დამთავრებული მაქვს. არ ვიცი, სად და როგორ გაგრძელდება ჩემი კარიერა. დაველოდები ვითარების გარკვევას და ისე გადავწყვეტ, როგორც ჩემი კარიერისა და მომავლისთვის იქნება უკეთესი. ჯერ გადაწყვეტილი არაფერი მაქვს“, – ამბობს დავით ვოლკოვი.

შესაძლებელია თუ არა, რომ კარიერა საქართველოში გააგრძელოს? ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კომენტარი ამ საკითხზეც გააკეთა.

„ველაპარაკე რამდენიმე გუნდს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჯერ არც ერთ ქართულ გუნდთან მოლაპარაკება არ მქონია. როგორ გაგრძელდება ეს მოლაპარაკებები, ჯერ თავადაც არ ვიცი. ამ დღეებში გადაწყდება და თავადაც გავარკვევ, სად ვითამაშებ“, – აცხადებს 26 წლის თავდამსხმელი.