საფეხბურთო ტაიმაუტი | დავით კაკაბაძე - ლუქსემბურგთან კვარაცხელიას არყოფნა აბსურდული ამბავია #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | დავით კაკაბაძე - ლუქსემბურგთან კვარაცხელიას არყოფნა აბსურდული ამბავია #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, ცნობილმა ჟურნალისტმა, დავით კაკაბაძემ საქართველოს ნაკრებსა და მის მწვრთნელზე, ვილი სანიოლზე ისაუბრა.

„წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ლუქსემბურგზე საფეხბურთო კონტექსტში საუბარი სასაცილო იყო, ახლა კი ვლაპარაკობთ, მათ მოვუგებთ თუ არა. ჩემთვის ამაზე ფიქრი ფსიქოლოგიურად ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერი გადაწყვეტილი არ არის და ლუქსემბურგთან მოედანზე მოგვიწევს დამტკიცება, რომ უფრო ძლიერები ვართ.

მიზეზი, რის გამოც ხვიჩა კვარაცხელია ამ შეხვედრაში არ იქნება იმდენად აბსურდულია, რომ ამაზე ზედმეტი ლაპარაკი არც მინდა, ბევრი ითქვა და დაიწერა.

მგონია, რომ ვილი სანიოლი საშუალო დონის მწვრთნელია. თუ ჩვენ დიდი წარმატების მიღწევა გვინდა, ვფიქრობ, უფრო მაღალი რანგის სპეციალისტი უნდა მოვიწვიოთ. რა თქმა უნდა, უფრო მაღალი დონის გუნდებში მეტი ქართველი ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლება – იგულისხმება მთელი საფეხბურთო მეურნეობის გაძლიერება. გასაგებია, რომ ამას ფინანსები სჭირდება, რაც დღესდღეობით არასაკმარისია და ამ საკითხის მოსაგვარებლად სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ დავით კაკაბაძემ.