საფეხბურთო ტაიმაუტი | დავით დვალიშვილი - ფეხბურთისკენ ხვიჩა კვარაცხელიამ მომაბრუნა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | დავით დვალიშვილი - ფეხბურთისკენ ხვიჩა კვარაცხელიამ მომაბრუნა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ცნობილმა მსახიობმა, დავით დვალიშვილმა 13 მაისის ლეგენდარული „დინამო“ გაიხსენა.

„13 მაისი ის დროა, როდესაც ჩაკეტილები ვიყავით. თუკი უცხოეთიდან ვინმეს ინფორმაცია უნდა შემოეტანა, ეს „კაგებე“ იყო, მას კი ფეხბურთისთვის სად ეცალა.

მყავდა თუ არა მაშინდელ „დინამოში“ საყვარელი ფეხბურთელი? ვერავის გამოვყოფ, რადგან ეს დიდი გუნდი იყო, ყველას გოლზე ვყვიროდით, ვხარობდით.

„ფეიენოორდთან“ განმეორებითი შეხვედრა მახსენდება, რომელიც გასვლაზე ჩავატარეთ. ჩვენი პირველი არჩათვლილი გოლის შემდეგ მათ თავიანთ თავს ყველაფრის უფლება მისცეს. კარგია, რომ ვიდეორეფერი შემოვიდა. ბევრი რამ მსაჯს არ გამოეპარება და სამართლიანობა იქნება.

მაშინ „დინამოს“ თამაშზე დასწრება ძალიან რთული იყო. სტადიონზე მოსახვედრად დიდი ბრძოლა იყო საჭირო. მერე ცარიელი ტრიბუნები რომ დავინახე, ფეხბურთს აღარ ვუყურებდი და ახლა ხვიჩა კვარაცხელიამ მომაბრუნა. სულ ვკითხულობ, როდისაა „ნაპოლის“ თამაში“, – ამბობს დავით დვალიშვილი.