საფეხბურთო ტაიმაუტი | ჩემთვის ნაპოლის დარქმევას ფიქრობდნენ, საშინელება იქნებოდა - ვიტალი დარასელია უმცროსი „დინამოს“ ისტორიას იხსენებს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ჩემთვის ნაპოლის დარქმევას ფიქრობდნენ, საშინელება იქნებოდა - ვიტალი დარასელია უმცროსი „დინამოს“ ისტორიას იხსენებს #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმრები ვეტერანი ფეხბურთელები, ვიტალი დარასელია უმცროსი და გიორგი ანჩაბაძე, ასევე საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე და ამჟამინდელი მეკარეთა მწვრთნელი დავით გვარამაძე იყვნენ.

გადაცემის თანაწამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა ილაპარაკა ცნობილ ისტორიაზე, თუ როგორ შეურჩიეს ვიტალი დარასელიას სახელი. ამასთან დაკავშირებით ვიტალი დარასელია უმცროსმა უცნობი დეტალები გაიხსენა.

„იმ დღეს „დინამო“ თბილისში 2:0-ის მოგების შემდეგ, გასვლაზე „ნაპოლისთან“ იყო შეხვედრა. ითქვა, რომ ვინც გაიტანდა, იმის სახელს შემარქმევდნენ, მაგრამ ისიც თქვეს, მოდი ნაპოლი დავარქვათო“, – იხსენებს ვიტალი დარასელია უმცროსი.

ვლადიმერ გუცაევი: „მერე გადაწყდა, ვინც გოლს გაიტანს, იმის სახელს დავარქმევო. ბედნიერი ხარ, რომ ვიტალიმ გაიტანა და მისი სახელი დაგარქვეს“.

ვიტალი დარასელია უმცროსი: „კიდევ კარგი, თორემ საშინელება იქნებოდა, ნაპოლი რომ დაერქვათ. როგორი სათქმელი იქნებოდა, ნაპოლი დარასელია?!“.