საფეხბურთო ტაიმაუტი | „ბარსელონას“ ლეგენდების პირობა ქართველ ვეტერანებს - 40 წლამდე ფეხბურთელი არ ათამაშოთ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | „ბარსელონას“ ლეგენდების პირობა ქართველ ვეტერანებს - 40 წლამდე ფეხბურთელი არ ათამაშოთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ვეტერანებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩამდე, რომელიც თბილისში 16 მაისს გაიმართება, კატალონიელებმა ქართულ მხარეს მიმართეს, რომ ჩვენს გუნდში 40 წლამდე ფეხბურთელებმა არ უნდა ითამაშონ – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ არჩილ არველაძემ განაცხადა.

რაც შეეხება „ბარსელონას“ ლეგენდებთან მატჩს, ბათუმში „ინტერის“ თამაშს კარგი გამოხმაურება ჰქონდა. „ბარსელონაში“ კი ბევრი მოთამაშეა, რომელმაც 2015 წელს თბილისში ევროპის სუპერთასზე ითამაშა, ახლაც ლეგენდების შეხვედრაზე პოზიტიურად გამოგვეხმაურნენ და თამაში მოისურვეს.

ბილეთები უკვე იყიდება და თუ არ ვცდები, 17 ათას ბილეთამდე უკვე გაყიდულია. ჯგუფმა, რომელმაც „ინტერის“ ლეგენდები ჩამოიყვანა, ახლა „ბარსელონას“ ისეთ შემადგენლობას ჩამოიყვანს, ვისი ხილვაც ქართველ გულშემატკივარს გაუხარდება.

უბრალოდ, ერთი პირობა აქვთ, რომ ჩვენს ნაკრებში 40 წელზე პატარა ასაკის ფეხბურთელმა არ ითამაშოს. ვთხოვეთ, რომ მოედანზე 2 შედარებით ახალგაზრდა ასაკის მოთამაშე გავიყვანოთ, რადგან ვინც თავი დაანება, იმ ესპანელ და ქართველ ვეტერან ფეხბურთელებს შორის განსხვავებაა“.