საფეხბურთო ტაიმაუტი | ბაჩანა ცხადაძე - ლეგიონერებმა გაამართლეს, მაგრამ „რუსთავი“ საკუთარი აღზრდილებით უნდა დაკომპლექტდეს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ დირექტორმა, ბაჩანა ცხადაძემ გუნდთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.
„კლუბში ფინანსურად და სტრუქტურულად სტაბილური ვითარებაა. უკვე მეოთხე წელია, რაც „რუსთავში“ ვარ. წინა სამი წელი მერიის ბალანსზე ვიყავით, ამ ეტაპზე კი კერძო კლუბი ვართ.
იყო გამოწვევები, რაც წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების შედეგი გახლდათ როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ბავშვთა ფეხბურთის კუთხით. რომელთა მოგვარებაში რუსთავის მერია დაგვეხმარა.
„რუსთავი“ საინტერესო პროექტია და გაჩერებას არ ვაპირებთ. განსაკუთრებით, ბავშვთა ფეხბურთში გვაქვს ბევრი სამუშაო. წელს კარგი ლეგიონერები ჩამოვიყვანეთ, რომლებმაც იმედები გაამართლეს, მაგრამ ჩვენი მიზანი საფეხბურთო აკადემიის გაძლიერებაა, რომელიც „რუსთავს“ საკუთარი აღზრდილებით მოამარაგებს“, – განაცხადა ბაჩანა ცხადაძემ.