საფეხბურთო სეზონი დაიწყო
საფეხბურთო სეზონი დაიწყო

საქართველოს საფეხბურთო სეზონი დაიწყო. პირველად გათამაშება ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებმა დაიწყეს. დღეს ორი შეხვედრა გაიმართა.

ლიგა 2-ში დაწინაურებულმა ”თელავმა” გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ბათუმის ”დინამოს” უმასპინძლა და 51-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილის გატანილი გოლით 1:0 გაიმარჯვა.

”შევარდენი 1906” თბილისში, ტექნიკური ცენტრი “ბასაზე” წყალტუბოს ”სამგურალს” შეხვდა და ვერაფერი გააწყო: გაბრიელ საღრიშვილმა მე-2 წუთზე სტუმრები დააწინაურა, 66-ე წუთზე მან დუბლი შეასრულა და ”სამგურალმა” გასვლაზე 2:0 მოიგო.

ხვალ და ზეგ კიდევ 3 მატჩი გაიმართება: 2 მარტს, ”ვიტ ჯორჯია” ”მცხეთა პარკზე” ”ცხინვალს” მიიღებს, ქობულეთის ”შუქურა” ლანჩხუთში – ”ნორჩ დინამოს”, ხოლო 3 მარტს მარტვილის ”მურთაზ ხურცილავას” სახელობის სტადიონზე ”მერანი” ”გაგრას” დაუპირისპირდება.