საფეხბურთო მენეჯერი თემურ ღურწკაია - „ლოკომოტივს“ კვარაცხელია არ სჭირდება
საფეხბურთო მენეჯერი თემურ ღურწკაია - „ლოკომოტივს“ კვარაცხელია არ სჭირდება

საფეხბურთო მენეჯერმა თემურ ღურწკაიამ აზრი გამოთქვა ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას „ლოკომოტივში“ შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებული ხმების შესახებ.

„მოსკოვური გუნდიდან ხვიჩას წასვლა დიდი შეცდომა იყო. მაგრამ დღეს გუნდში დააწინაურეს რიბჩინსკი, რომელიც ეროვნული ნაკრების კანდიდატია. ხვიჩა რომ დარჩენილიყო, ამ ბიჭის შესახებ არავის გვეცოდინებოდა. დღეს ხვიჩა გვიჩვენებს ულამაზეს შემტევი ფეხბურთს, მაგრამ არა მგონია, რომ „ლოკომოტივს” სჭირდება“, – ამბობს ღურწკაია.

ქართული წარმოშობის მენეჯერმა თავისი მოსაზრება დაასაბუთა: „ეს არ არის ფულზე დამოკიდებული საკითხი. დღეს გუნდს შეუძლია ეს პოზიცია საკუთარი გაზრდილი სპორტსმენით შეავსოს. ვფიქრობ, რომ ხვიჩას ტრანსფერზე არ უნდა დაიხარჯოს იმ 15 მილიონის ნახევარიც კი, რომელზეც მედია წერს“.

ღურწკაიას აზრით, რეალურად მოსკოველებზე ეს ხმები სხვა მიზნით გავრცელდა: „ეს ჭორები მხოლოდ „ლოკომოტივის” მენეჯმენტის კიდევ ერთხელ გაშავების მიზნით ვრცელდება. ანუ ვინც სამ მილიონად არ დატოვეთ, ახლა 15 მილიონი ღირს. ხვიჩაზე ბევრი ავანსი გაიცა, რადგან ის შეტევით ფეხბურთს თამაშობს. თუ სტატისტიკას ავიღებთ, მეჩვენება, რომ მას და რიბჩინსკის „გოლი + პასი“ სისტემით დაახლოებით იგივე მაჩვენებლები გააჩნიათ. ის ფაქტი, რომ დღეს „ლოკომოტივში“ რიბჩინსკი გამოჩნდა, ცხადყოფს, რომ მის გაზრდილებს გუნდში თამაში შეუძლიათ“.

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლოკომოტივმა“, შესაძლოა, დაიბრუნოს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ახლა „რუბინში“ თამაშობს და ფეხბურთელის საფასურად ყაზანურ კლუბს 15 მილიონი ევრო შესთავაზეს.