საფეხბურთო ლეგიონი | დავითაშვილის „ბორდო“ ლიდერია - ქართველთა სამეულის „აპოელი“ მესამეზე დაწინაურდა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ შემადგენლობაში შეცვლაზე ითამაშა „ანსისთან“ მატჩში, რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურის მატჩი „ბორდომ“ საკუთარ არენაზე გამართა. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თავიდან ჟირონდელთა სათადარიგოებში იყო და მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.
„ბორდომ“ ანგარიში 22-ე წუთზე დილან ბაკვას გოლით გახსნა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. 13 ტურის შემდეგ „ბორდო“ 27 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსანს, „სოშოს“ 3 ქულით ასწრებს.
კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა „აპოელმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს, ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლა . „აპეოლის“ ძირითად შემადგენლობაში წელს პირველად ითამაშა სამივე ქართველმა ფეხბურთელმა – ლაშა დვალმა, მურთაზ დაუშვილმა (75-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო) გიორგი ქვილითაიამ (მე-12 წუთზე გააფრთხილეს, 74-ე წუთზე შეცვალეს).
ქართველების გუნდი ანასტასიოს დონისის გოლით 41-ე წუთზე დაწინაურდა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა -1:0. რვა ტურის შემდეგ კი „აპოელი“ 15 ქულით მესამე პოზიციაზე დაწინაურდა.