საფეხბურთო ლეგიონი - ჩაკვეტაძემ დაისვენა, ქოჩორაშვილმა და ლოჩოშვილმა ითამაშეს #1TVSPORT
საფეხბურთო ლეგიონი - ჩაკვეტაძემ დაისვენა, ქოჩორაშვილმა და ლოჩოშვილმა ითამაშეს #1TVSPORT

ქართველმა ლეგიონერებმა ტოპ-5 საფეხბურთო ქვეყნის მეორე ლიგებში ითამაშეს და უცნაური დამთხვევა მოხდა – ყველა ეს მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა.

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფშიჰალ სიტის“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა 0:0. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თამაში გამოტოვა – „ჯეო თიმის“ ცნობით, გიორგის საზარდულის არეში დისკომფორტი აქვს, მაგრამ სერიოზული არაფერია და ორშაბათს გუნდთან ერთად ივარჯშებს.

გიორგი ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა „ლევანტეში“, რომელიც ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გასვლაზე „რასინგს“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 0:0. „ჯვაროსნების“ ნახევარმცველის გუნდი მე-11 ადგილზე დაქვეითდა, მაგრამ ლა ლიგის პლეი ოფში თამაშის შანსს ინარჩუნებს.

იტალიის სერია B-შიკატანძარომ“ ლუკა ლოჩოშვილისკრემონეზესთან“ მატჩი 0:0 დაასრულა. ქართველი მცველი სათადარიგოებში იყო, მაგრამ მე-13 წუთზე მისი გუნდელი ლუკა რავანელი დაშავდა და ლოჩოშვილმა ბოლომდე ითამაშა.

ივა გელაშვილის „სპეციამ“ ასევე უგოლოდ დაასრულა „სამპდორიასთან“ დაპირისპირება. 22 წლის ქართველი მცველი მასპინძელთა განაცხადში იყო, მაგრამ ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

კრემონეზემ“, მინიმუმ, სერია A-ს პლეი ოფის მეოთხედფინალში თამაშის უფლება გაინაღდა, ხოლო „სპეცია“ სერია B-ს პლეი აუტის ზონაშია, მაგრამ ლიგაში პირდაპირი გზით ადგილის შენარჩუნების შანსს იტოვებს.