საფეხბურთო კლუბმა, „პარიზმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ ლიგა 1-ის საჩემპიონო თასის თავის სტადიონზე აღმართვის უფლება არ მისცა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა, „პარიზმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ ლიგა 1-ის საჩემპიონო თასის თავის სტადიონზე აღმართვის უფლება არ მისცა #1TVSPORT

საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის თასს 17 მაისს საფეხბურთო კლუბის, „პარიზის“ სტადიონზე ვერ აღმართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგამ (LFP) „პარიზს“ ღონისძიების ორგანიზების თხოვნით მიმართა, თუმცა კლუბისგან კატეგორიული უარი მიიღო. საფეხბურთო კლუბმა „პარიზმა“ უარის მიზეზად შიდა საორგანიზაციო საკითხები დაასახელა.

„პარიზისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025/2026 წლის სეზონის ბოლო ტურის ეგიდით შედგება. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მე-14-ედ ოფიციალურად ერთი ტურით ადრე გაიფორმა.

შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, როდის შედგება თასის აღმართვის ოფიციალური ცერემონია. 30 მაისს „პარი სენ-ჟერმენს“ სეზონის ბოლო ოფიციალური მატჩი ელის – ჩემპიონთა ლიგის ფინალი „არსენალთან“.