საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ განცხადებას ავრცელებს
საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ განცხადებას ავრცელებს

6 აგვისტოს ერევანში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალო“ „არარატ-არმენიას“ შეხვდება. როგორც წინა შეხვედრებში, ამჯერადაც დიდია მატჩისადმი ინტერესი, რაზეც გვიწევს  განმარტების გაკეთება.

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და საქართველოს პირველი არხის დიდი მცდელობის მიუხედავად, სომხურმა მხარემ ტრანსლაციაზე უარი განაცხადა. ადგილობრივი ტელევიზია თავადაც არ აწარმოებს თავის ქვეყანაში პირდაპირ რეპორტაჟს. საქართველოს პირველი არხი მზად იყო ერევნიდან თავისი ძალებით განეხორციელებინა პირდაპირი რეპორტაჟი, მაგრამ ვერ შედგა იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს ტრანსლაციებს „უეფას“ (UEFA) რეგულაციები კრძალავს.