საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ წარმომადგენელთა 35 პროცენტი კორონავირუსით დაავადდა
საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ წარმომადგენელთა 35 პროცენტი კორონავირუსით დაავადდა

„ვალენსიამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევები. ყველა ინფიცირებული საკუთარ სახლშია იზოლირებული. მათი ვინაობა არ გაუმხელიათ. კლუბის მონაცემებით, ამჟამად „ვალენსიას“ წარმომადგენელთა 35 პროცენტს აქვს კორონავირუსი.

უფრო ადრე, ესპანურმა კლუბმა დაადასტურა სამი ფეხბურთელის ვირუსით დაავადება. ესენი არიან – ესეკილ გარაი, ელიაკიმ მანგალა და ხოსე ლუის გაია.

ცოტა ხნის წინ, „ვალენსიამ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ორი მატჩი ჩაატარა „ატალანტას“ წინააღმდეგ.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 10 ათასს მიუახლოვდა.

დატოვე კომენტარი