საფეხბურთო კლუბ „თელავს“ არმენ ადამიანი გაწვრთნის #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბ „თელავს“ არმენ ადამიანი გაწვრთნის #1TVSPORT

„თელავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, გუნდს 56 წლის არმენ ადამიანი გაწვრთნის, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

არმენ ადამიანმა საფეხბურთო კარიერის შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა 2004 წელს დაიწყო. უეფა-ს პრო-ლიცენზიის მფლობელი ძირითადად სომხეთის პრემიერლიგის კლუბებს წვრთნიდა. ორჯერ „მიკასთან“ და ერთხელ „ალაშკერტთან“ ერთად სომხეთის თასი მოიგო.

„მადლობა კლუბის პრეზიდენტს ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ, დასახულ მიზანს მივაღწევთ. 20 დღეში 6 თამაში გვიწევს დიდ სანაკრებო შესვენებამდე და მოდუნების უფლება არ გვაქვს.

მე უკვე ვნახე საქმისადმი თქვენი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი. ის აცრემლებული თვალებიც დავინახე, მარცხს როგორ განიცდიდით და ახლა უფრო მჯერა, ეჭვიც არ მეპარება, რომ მიზანს მივაღწევთ. მინდა, თითოეულ თქვენგანის თავდაჯერებულობა და ვარჯიშებზე ღიმილიანი სახეები დავინახო“, – ასე მიმართა არმენ ადამიანმა „თელავის“ მოთამაშეებს.

„თელავის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი ოლეგ ვასილენკო და მისი თანაშემწეები, კონსტანტინ სინეოკოვი და სერგეი ომელიანჩუკი დაკავებული თანამდებობიდან გორის „დილასთან“  0:1 მარცხის შემდეგ გაათავისუფლა.