საფეხბურთო კლუბ „რეიმსის“ კორონავირუსით დაინფიცირებულმა ექიმმა თავი მოიკლა
საფეხბურთო კლუბ „რეიმსის“ კორონავირუსით დაინფიცირებულმა ექიმმა თავი მოიკლა

ფრანგული კლუბის „რეიმსის“ ექიმმა ბერნარ გონსალესმა, რომელიც კორონავირუსით იყო ავად, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, – წერს გაზეთი „პარიზიენი“.

60 წლის ექიმი, რომელიც მთავარ გუნდთან მუშაობდა, საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად, რომელსაც ასევე დაუდგინდა კორონავირუსი.

წყაროს ცნობით, გონსალესმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზი წინასასიკვდილო წერილში ახსნა, მაგრამ ქალაქ რეიმსის მერმა არნო რობინმა მისი შინაარსი არ გაამხილა.

საფრანგეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა კორონავირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევის მიხედვით – 7560.