საფეხბურთო კლუბ ფოთის ,,კოლხეთი 1913“-ის დირექტორად ზაზა ინაშვილი დაინიშნა
საფეხბურთო კლუბ ფოთის ,,კოლხეთი 1913“-ის დირექტორად ზაზა ინაშვილი დაინიშნა

ის უფლებოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. მისი განცხადებით, კლუბში უამრავი პრობლემაა, რომლებიც სასწრაფოდაა მოსაგვარებელი. როგორც ის ამბობს, მაქსიმუმს გააკეთებს, გუნდში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.

„ამ გუნდს უამრავი პრობლემა აქვს. აქვს დიდი ვალი, რომელიც საწრაფოდ არის დასაფარი. ფეხბურთელების დავალიანების გადაუხდელობის გამო, 15 ივლისს გუნდს 6 ქულის დაკლება ემუქრება. პირველ რიგში, ვმუშაობ ამ საკითხის მოგვარებაზე. იმედს ვიტოვებ, რომ ის ბიჭები მოლაპარაკებაზე წამოვლენ ისე, რომ არც ისინი დაზარალდნენ და არც ჩვენ , უბრალოდ იმაში უნდა დაგვეხმარონ, რომ გადახდის ვადებმა გადაიწიოს. ახლა ვერანაირად ვერ ვასწრებთ. ამ გუნდში მხოლოდ პრობლემებია, პოზიტიური ის არის, რომ ბევრი ახალგაზრდა ფოთელი ფეხბურთელი თამაშობს აქ და მომავალი ფოთის ,,კოლხეთს“ აქვს. თუ ფინანსური პრობლემები მოგვარდა, რაშიც ყველა, მთელი ქალაქი უნდა ჩაერთოს, მაშინ შევინარჩუნებთ გუნდს და პერსპექტივაც ექნება. მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ის ძველი შეცდომები, რომლებიც დაშვებული იყო კლუბში, გამოვასწორო და რამდენად გამოვა, ვნახოთ,“- განაცხადა ზაზა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ ფოთის „კოლხეთი 1913“-ის პოსტს ნიკო ჯაში იკავებდა, რომელმაც თანამდებობა ივნისის დასაწყისში დატოვა.

დატოვე კომენტარი