საფეხბურთო კლუბ „ბორუსიაზე“ თავდასხმაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საფეხბურთო კლუბ „ბორუსიაზე“ თავდასხმაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

დორტმუნდში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გერმანულ საფეხბურთო კლუბ „ბორუსიაზე“ თავდასხმაში ბრალდებულ სერგეი ვ.-ს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რუსეთისა და გერმანიის მოქალაქე 29 წლის მამაკაცი სასამართლომ 28 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. პროკურორი ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა.

დორტმუნდის საფეხბურთო კლუბ „ბორუსიას“ ავტობუსთან აფეთქებები 2017 წლის 11 აპრილს მოხდა. დამნაშავე მომხდარიდან ათი დღის შემდეგ დააკავეს. სასამართლოში მან აღიარა, რომ დაამზადა ასაფეთქებელი მოწყობილობები და იმ გზის გასწვრივ​ განათავსა, რომელზეც საფეხბურთო კლუბის ავტობუსს უნდა გაევლო.

ბრალდებული ამტკიცებდა, რომ ვინმეს მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა.