საფეხბურთო გუნდების მიმართ დროებით ლოიალური პოლიტიკა გატარდება
საფეხბურთო გუნდების მიმართ დროებით ლოიალური პოლიტიკა გატარდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც 2019-2020 წლების სეზონის ლიცენზირების შედეგის შესახებ სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების განყოფილების მოხსენება მოისმინეს.

სხდომაზე ასევე სფფ-ის ლიცენზირებად ლიგებში მეკარეებისა და ფიზ-მომზადების მწვრთნელების კვალიფიკაციის შესახებ იმსჯელეს. სფფ-ის მწვრთნელთა პროფესიული განვითარებისა და განათლების განყოფილება მუშაობს საგანმანათლებლო პროექტზე, რომელიც უშუალოდ მეკარეებისა და ფიზმომზადების მწვრთნელებისთვის იქნება განკუთვნილი. კურსების ჩატარება მიმდინარე წელს იგეგმება.

პროექტის განხორციელებამდე, სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკლუბო ლიცენზირების განყოფილებამ ამ კონკრეტული მიმართულებით გუნდების მიმართ ლოიალური პოლიტიკა გაატაროს.