საფეხბურთო ფესტივალი დედოფლისწყაროში – „დინამოს“ აკადემია ქსელს აფართოებს #1TVSPORT
საფეხბურთო ფესტივალი დედოფლისწყაროში – „დინამოს“ აკადემია ქსელს აფართოებს #1TVSPORT

დედოფლისწყაროს ცენტრალურ პარკში მდებარე ახალ სტადიონზე „დინამო თბილისის“ აკადემიის ორგანიზებით და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დედოფლისწყაროს, ყვარლის, სიღნაღისა და ახმეტის საფეხბურთო სკოლებმა — გუნდებმა, რომლებიც დედაქალაქური კლუბის რეგიონული პროექტის მონაწილეები გახდნენ. ფესტივალს „დინამო თბილისის“ აკადემიის ორგანიზებით 320-ზე მეტი ბავშვი ესწრებოდა.

სპორტული ღონისძიება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასა და „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ „დინამოს“ აკადემიის დირექტორი ლევან გვანცელაძე და რეგიონული პროექტების მენეჯერი გია ისიანი.

ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენის მიზნით „დინამო თბილისმა“ გეოგრაფია გააფართოვა და რეგიონებში საფეხბურთო სკოლების ქსელი ჩამოაყალიბა. პროექტში უკვე ჩართულია 28 მუნიციპალიტეტის გუნდი. გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში აკადემიის ახალმა პარტნიორმა სკოლებმა „დინამო თბილისისგან“ საჩუქრად სპორტული სავარჯიშო ინვენტარი მიიღეს.