საფეხბურთო ჩემპიონატში მეხუთე ტური იწყება – ლიდერების მატჩი საქართველოს პირველ არხზე

15:57, 30.03.2019

დღეს და ხვალ „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება.

დღეს, 30 მარტს, სამი მატჩი გაიმართება, კვირას, 31 მარტს კი დარჩენილი ორი მატჩი.

ჩიხურა – სიონი
17:00. მიხეილ მესხი – თბილისი

დილა – ლოკომოტივი
19:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი

ვიტ ჯორჯია – დინამო ბთ
21:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი

კვირა, 31 მარტი

ტორპედო – რუსთავი
14:00. ეროსი მანჯგალაძე – სამტრედია

დინამო თბ – საბურთალო
16:00. დინამო არენა – თბილისი (1 არხი)

ტურის ცენტრალური შეხვედრა 31 მარტს „დინამო არენაზე“ გაიმართება – თბილისის „დინამო“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს. ეს გუნდები ერთმანეთს 12-ჯერ შეხვდნენ. ექვს შემთხვევაში დინამოელებმა გაიმარჯვეს, ოთხ მატჩში მოგება საბურთალოელებს დარჩათ, ხოლო ორჯერ მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 16:00 საათზე საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი