საფეხბურთო აგენტები 27 დეკემბერს წლის ლაურეატებს გამოავლენენ

16:49, 21.12.2020

საფეხბურთო აგენტთა ევროპული ასოციაცია (EFAA) და ევროპული კლუბების ასოციაცია (ECA) ყოველწლიურად ერთობლივად ატარებენ დაჯილდოვების ცერემონიას, რომლის სახელწოდებაა – Globe Soccer Awards.

ცერემონიაზე გამოავლენენ წლის მოთამაშეს, მწვრთნელსა და კლუბს. ნომინანტთა სია უკვე ცნობილია:

წლის მოთამაშე – ჩირო იმობილე (იტალია, ლაციო), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, იუვენტუსი), ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი, რეალი), ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა), მარკინიოსი (ბრაზილია, პარი სენ-ჟერმენი), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, ბაიერნი), სადიო მანე (სენეგალი, ლივერპული), სერჟ გნაბრი (გერმანია, ბაიერნი).

წლის მწვრთნელი – ჯანპიერო გასპერინი (ატალანტა), ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნი), ხულენ ლოპეტეგი (სევილია), იურგენ კლოპი (ლივერპული), თომას ტუხელი (პსჟ).

წლის კლუბი – ბაიერნი, იუვენტუსი, ლივერპული, პარი სენ-ჟერმენი, რეალი, სევილია.

დაჯილდოვების ცერემონია 27 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი