საფეხბურთ კლუბმა „იბერიამ“ ახალწვეული გიორგი კუცია წარადგინა #1TVSPORT
საფეხბურთ კლუბმა „იბერიამ“ ახალწვეული გიორგი კუცია წარადგინა #1TVSPORT

გიორგი კუცია საქართველოში დაბრუნდა და მოქმედი ჩემპიონის, თბილისის „იბერიას“ ღირსებას დაიცავს – ფეხბურთელი კლუბმა ოფიციალურად წარადგინა.

26 წლის ნახევარმცველი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. კარიერის განმავლობაში უთამაშია გორის „დილაში“, ჩრდილოეთ მაკედონიის „რაბოტნიჩკიში“ და ლატვიურ „ლიეპაიაში“, ბოლოს კი უკრაინის პრემიერლიგის კლუბის, რივნეს „ვერესის“ ღირსებას იცავდა.

კუცია საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. 2017 წელს საქართველოში გამართულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში ითამაშა და „ჯვაროსნების“ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

შესაძლოა, გიორგი კუციას დებიუტი „იბერიაში“ 11 მარტს შედგეს, როდესაც თბილისური გუნდი ეროვნული ლიგის მე-3 ტურში ქუთაისში „ტორპედოს“ ესტუმრება.