საერთაშორისო ტურნირი დაიწყო - „საბურთალომ“ „ბარსელონას“ აკადემია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

„ბენდელას“ სტადიონზე საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომლის ორგანიზატორი საფეხბურთო კლუბი „საბურთალოა“.

ტურნირის გახსნით მატჩში დღეს A ჯგუფში ერთმანეთს „ვალენსია“ და დონეცკის „შახტარი“ დაუპირისპირდნენ და ესპანელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 5:1. ამავე ჯგუფში „საბურთალო II“ უზბეკურ „ბუნიოდკორს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა.

B ჯგუფში თბილისის ნაკრები, რომელიც მონაწილეებს ბოლო მომენტში თურქული „ტრაბზონის“ ნაცვლად დაემატა, ყაზახურ კლუბთან, აქტაუსკასპიისთან“ 1:5 დამარცხდა. „საბურთალო“ კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე „ბარსელონას აკადემიას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.

ტურნირზე, რომელიც 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მასში 2008 წელს დაბადებული ფეხბურთელები თამაშობენ. მატჩები იმართება „ბენდელას“ მოედანზე, რომელსაც აგვისტოში კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა – ტურნირის მხარდამჭერია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

 

A ჯგუფი

ვალენსია – დონეცკის შახტარი 5:1

საბურთალო II – ბუნიოდკორი 0:1

 

B ჯგუფი

თბილისის ნაკრები – აქტაუს კასპიი 1:5

საბურთალო – ბარსას აკადემია 2:0