საერთაშორისო ორგანიზაციის პრემია „მშვიდობა და სპორტი“ – ჩვენი ქვეყანა ნომინანტთა შორისაა, ხმა მიეცით საქართველოს

13:51, 13.11.2019

საქართველო ნომინირებულია საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ 2019 წლის პრემიაზე, კატეგორიაში „წლის საუკეთესო ინიციატივა“.

ჩვენი ქვეყანა წელს მეექვსედ შეუერთდა გაერო-ს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.

ხმის მისაცემად გახსენით ბმული, მარჯვენა პირველ გრაფაში აირჩიეთ – 4/Ministry of Education, Science, Culture and Sport – Public April6 Festival, შეიყვანეთ მონაცემები და დაადასტურეთ – I VOTE.
ხმის მიცემა შესაძლებელია 12 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით. გამარჯვებულის ვინაობა 12 დეკემბერს, მონაკოში გამოცხადდება.

მსგავსი