საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიადის დროს პოლიტიკური აქციები დაუშვას #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიადის დროს პოლიტიკური აქციები დაუშვას #1TVSPORT

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს ტოკიოს ოლიმპიადის მსვლელობისას პოლიტიკური ჟესტების დემოსტრირებაზე აკრძალვის შემსუბუქების შესაძლებლობას.

როგორც ვებგვერდი Inside the Games იტყობინება, 2020 წლის ოლიმპიადის დროს შეიძლება დაუშვან მუშტის ზემოთ აწევა, მუხლზე დაჩოქება, აგრეთვე პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა შეჯიბრის დაწყების წინ.

ამასთან, აკრძალვა კვლავაც გავრცელდება პოდიუმზე ყოფნის დროს. აკრძალული იქნება ნებისმიერი პოლიტიკური აქცია ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე, აგრეთვე, თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე.