საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა არ გამორიცხა ოლიმპიადის გაუქმება
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა არ გამორიცხა ოლიმპიადის გაუქმება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ბოლომდე არ გამორიცხა კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის გაუქმება.

„ვიხელმძღვანელებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით. არ უნდა დავივიწყოთ ოლიმპიადის საკვალიფიკაცია ტურნირების პრობლემა. სპორტის ზოგიერთ სახეობაში ამგვარი ტურნირები ჯერ დასრულებული არ არის, შესაბამისად, საფრთხის ქვეშ არიან. ასეთ პირობებში იძულებულნი ვართ პრობლემებზე სწრაფი და მოქნილი რეაქცია გვქონდეს.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 24 ივლისს გაიმართება თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია. ოთხთვენახევარი გვრჩება და ვაპირებთ ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ოლიმპიადამ ყოველგვარი პროლემების გარეშე ჩაიაროს“, – განაცხადა ბახმა.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.