საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი თანამდებობას 2025 წლის ივნისში დატოვებს #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა აღმასრულებელ საბჭოს კომიტეტის წევრობიდან გათავისუფლების თხოვნით ოფიციალურად მიმართა. გადაწყვეტილება ძალაში 2025 წლის 23 ივნისს შევა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალ პრეზიდენტს 20 მარტს, საბერძნეთში, IOC-ის 144-ე სესიაზე აირჩევენ. პრეზიდენტობის სურვილი შვიდმა კანდიდატმა გამოხატა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისთვის პრინცი ფეისელ ალ ჰუსეინი (იორდანია), დავიდ ლაპარტიენი (საფრანგეთი), იოჰან ელიაში (შვეიცარია), სებასტიან კოე (ინგლისი), კირსტი ქოვენთრი (ზიმბავბე), ხუან ანტონიო სამარანჩი (ესპანეთი) და მორინარი ვატანაბე (იაპონია) იბრძოლებენ.
თომას ბახი ორგანიზაციის მეცხრე პრეზიდენტად 2013 წლის 10 სექტემბერს აირჩიეს.