საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით რამდენიმე გეგმას განიხილავს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით რამდენიმე გეგმას განიხილავს

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო გაზაფხულსა და ზაფხულში გასამართი თითქმის ყველა სპორტული ღონისძნება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

2020 წლის ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება 24 ივლისს ტოკიოში უნდა დაწყებულიყო. ოლიმპიური თამაშების ბედი ჯერჯერობით გაურკვეველი და ბუნდოვანია. საეთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა დათქმულ დროს ჩატარდეს, თუმცა გამორიცხილი არც ღონისძიების გადადებაა. ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ 4 კვირის შემდეგ მიიღებენ.