საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიადის ახალ ვადებს  უახლოეს სამ კვირაში დანიშნავს 
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიადის ახალ ვადებს  უახლოეს სამ კვირაში დანიშნავს 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აპრილის შუა რიცხვებამდე ოფიციალურად გამოაცხადებს ტოკიოს ზაფხულის თამაშების ჩატარების ახალ ვადებს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Kyodo-მ დაწერა სანდო წყაროზე დაყრდნობით. არ გამორიცხავენ, რომ ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო სპორტული ფედერაციების თხოვნით, 2021 წელს ოლიმპიადა გაზაფხულზე ჩაატაროს, რათა თავიდან აიცილოს ტოკიოს ზაფხულის სიცხე.

აღნიშნავენ, რომ ოლიმპიადა, ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალი წლის შემოდგომამდე ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და იაპონიის პრემიერმინისტრმა შინძო აბემ გამოაცხადეს 2020 წლის ზაფხულის თამაშების ერთი წლით გადატანის შესახებ. მაშინ, ზუსტი ვადები დასახელებული არ ყოფილა.