საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ გაუგზავნის რუსეთსა და ბელარუსს პარიზის ოლიმპიადაზე მიწვევას #1TVSPORT

18:15, 14.07.2023
KRAKOW, POLAND – MARCH 31, 2023:
A protester in Krakow holds a powerful poster related to Summer Olympics in Paris and the words ‘Boycott Russian Sport,’ outside Krakow’s Adam Mickiewicz monument, on March 31, 2023, in Krakow, Poland.
On the 401st day of the Russian invasion of Ukraine, activists from Ukraine and Belarus protested again the ongoing conflict and asked for the ban of Russian and Belarussian athletes at the 2024 Summer Olympics in Paris. (Photo by Artur Widak/NurPhoto via Getty Images)

KRAKOW, POLAND – MARCH 31, 2023: A protester in Krakow holds a powerful poster related to Summer Olympics in Paris and the words ‘Boycott Russian Sport,’ outside Krakow’s Adam Mickiewicz monument, on March 31, 2023, in Krakow, Poland. On the 401st day of the Russian invasion of Ukraine, activists from Ukraine and Belarus protested again the ongoing conflict and asked for the ban of Russian and Belarussian athletes at the 2024 Summer Olympics in Paris. (Photo by Artur Widak/NurPhoto via Getty Images)

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ გაუგზავნის 26 ივლისს რუსებსა და ბელარუსებს ტრადიციულ მიწვევას 2024 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად, – დაწერა კომიტეტის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

აგრესორი ქვეყნების გარდა, 200-ზე მეტი ქვეყანა მიწვეული იქნება 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე, რომელიც 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.

ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ტრადიციაა – თამაშების გახსნამდე ერთი წლით ადრე ოლიმპიადაზე მიიწვიოს ყველა ეროვნული გუნდი მთელი მსოფლიოდან.

„ცნობილი მიზეზების გამო გამორიცხულია ჩვენი მხრიდან რუსეთისა და ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მიწვევა. იგივე ეხება გვატემალას, რომელიც დღეისთვის ჩამოშორებულია ოლიმპიურ მოძრაობას“, – წერია კომიტეტის განცხადებაში.

მაგრამ, ნახსენები მიწვევის გარეშეც, ზოგიერთი რუსი და ბელარუსი სპორტსმენი შეძლებს პარიზში გამოსვლას ნეიტრალური სტატუსით, თუმცა ეს ოფიციალურად გადაწყვეტილი არ არის. არ არის გამორიცხული, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთოდ არ მიიწვიოს არცერთი რუსი და ბელარუსი ზაფხულის ოლიმპიადაზე: „კომიტეტი გარკვეული დროის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას“.

უნდა აღინიშნოს, რომ გვატემალა ჩამოშორებულია ოლიმპიურ მოძრაობას იმის გამო, რომ ქვეყნის მთავრობა ჩაერია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საქმეებში.

მსგავსი