საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია

00:51, 22.02.2018

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში ერთდღიანი შესვენების შემდეგ დღეს ქალ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს 75-ე ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის პარტიები გაიმართება.

მეექვსე ტურში: მელია-მიქაძეს, ხოტენაშვილი-წერეთელს, ფურცელაძე-არაბიძეს, ბაციაშვილი-ჯავახიშვილს, ხომერიკი კი გვეტაძეს შეხვდება.

სატურნირო ცხრილი კი ასე გამოიყურება:-
სალომე მელია – 4.5 ქულა.
ლელა ჯავახიშვილი – 4 ქულა.
ნინო ბაციაშვილი – 3.5 ქულა.
ბელა ხოტენაშვილი – 3 ქულა.
მერი არაბიძე, სოფიო გვეტაძე, მირანდა მიქაძე – 2.5-2.5 ქულა.
მაკა ფურცელაძე – 2 ქულა.
თამარ წერეთელი – 0.5 ქულა.
ნინო ხომერიკი – 0 ქულა.

დღეს პარტიები 15:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი