საერთაშორისო დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
საერთაშორისო დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებმა ხანტი-მანსიისკში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ორი მონაწილე დაასახელა, რომელთა შორის ქართველი ნინო ბაციაშვილიც მოხვდა.

ტურნირში, რომელიც პირველიდან ოცდახუთი ნოემბრის ჩათვლით ნოკაუტ სისტემით გაიმართება 64 მოჭადრაკე იასპარეზებს. 64-დან 62-ის ვინაობა დღემდე ცნობილი იყო, „ფიდე“-ს რჩეულები კი ნინო ბაციაშვილი და ინდოელი ჰამპი კონერუ აღმოჩნდნენ.

მსოფლიო პირველობაზე ბაციაშვილის გარდა კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე ითამაშებს. ლელა ჯავახიშვილმა, სოფიო ხუხაშვილმა, ნანა ძაგნიძემ და ბელა ხოტენაშვილმა საგზურები ევროპის 2016 და 2017 წლების ჩემპიონატებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით დაიმსახურეს.